მნიშვნელოვანისაქართველო

ტატუნაშვილების ოჯახს დაუდასტურეს, რომ ცხედარს ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები

არჩილ ტატუნაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი 9 საათის განმავლობაში მცხეთის პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

ცხინვალის იზოლატორში მოკლული ყოფილი სამხედროს მამას, საქმის მასალები გააცნეს და პირველად გამოიკითხა თავად გივი ტატუნაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არსებობს, ოჯახს დაუდასტურეს, რომ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

არასამათავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი ამბობს, რომ იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს, გართულდება სიკვდილის მიზეზის დადგენა. თამარ ავალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი უნდა დააყენოს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოჯახი კი დარწმუნებულია რომ მათი შვილი მოკლეს. ასე ფიქრობენ ოფიციალური სტურქურებიც.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button