მნიშვნელოვანი

,,შეწყალების აქტი უნდა იყოს გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევა“ – სოფო ხორგუანი

კრიზისების მართვის სპეციალისტის, სოფო ხორგუანის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში დამახინჯებული წარმოდგენა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა აკეთებდეს შეწყალების კომისია. როგორც სოფო ხორგუანმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აღნიშნა, პრეზიდენტი, ექსკლუზიურ უფლებას შეწყალებასთან დაკავშირებით, მხოლოდ გამონაკლის და იშვიათ შემთხვევებში უნდა იყენებდეს, თუმცა გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული აქტებიდან, გაურკვეველია, რა პრინციპით იწყალებს მსჯავრდებულებს.

,,თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ განვითარებული ქვეყანა და გვაქვს რაღაც ტიპის მართლმსაჯულება, შეწყალების აქტი უნდა იყოს ძალიან გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევა. გიორგი მარგველაშვილი როდის იწყალებს, რატომ იწყალებს, სრულიად გაურკვეველია“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა და აღნიშნა, რომ შეწყალების აქტი ძალიან სუბიექტურია და პრეზიდენტი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ საქმეს.

მოისმინეთ სოფო ხორგუანის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button