რეგიონისიახლეები

სეტყვა კახეთში

თელავის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი დაისეტყვა. სტიქიამ კისისხევი და წინანადალი დააზარალა.

მართალია ადგილობრივ მერიას ჯერ არ დაუთვლია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ზარალი მნიშნელოვანია. დაზარალებულთა შორის არის ნანული კოზმანიშვილი. მისი თქმით, სეტყვას თან ძლიერი წვიმა ერთვოდა, რამაც წყალმოვარდნა გამოიწვია. განადგურებულია მარწყვის მოსავალი, ვენახი და ერთწლიანი კულტურები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა კისისხევსა და წინანადალში დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა და ყველა ის მნცენარე და ნარგავი დააზიანა, რომელიც სოფლებში მოჰყავთ. კისისხევში მცხოვრები ზურაბ გრძელიშვილის თქმით, მისი გათვლებით მოსავლის ზიანი 5-დან 10 პროცენტამდეა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი ამბობს, რომ შესაბამისი კომისია მუშაობს, ზარალის დავთვლა დაწყებულია და ზუსტი მონაცემების დღის ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა საჩიშვილის წინასაწრი ინფორმაციით, სტიქიას საგანგაშო მდგომარეობა არ შეუქმნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button