Hereti FM

სასამართლომ რვავე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

83

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 მაისს, კლუბებში “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებს ე.წ “ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა” შეუფარდა.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში აპირებენ.

“რვავე ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა პატიმრობა და ვერ გავიზიარებ ადვოკატების პოზიციებს”, – განაცხადა პროკურატორის წარმომადგენლმა, რომელიც ამბობს რომ საქმეში ვიდეომასალთან ერთად სხვა მტკიცებულებებიცაა.

მოუსმინეთ კომენტარებს

 

რადიო ჰერეთი