ავარიას ლაგოდეხის რაიონში 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ე.წ „როლიკებით“ ქუჩაში სეირნობდა.
შსს-ში რადიო „ჰერეთს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.