ხანძარი დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელშიც ყველის საწარმოც იყო განთავსებული.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი სახლის სახურავი და შენობის მესამე და მეორე სართულების ნაწილი. ყველის საწარმო არ დამწვარა.
როგორც რადიო “ჰერეთს” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა განუცხადა, რამდენიმე მეხანძრე ალმოდებულ სახლში კვამლით მოიწამლა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეხანძრეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ელექტროსადენები იყო დაზიანებული.
შემთხვევა 27 მაისს, საღამოს მოხდა.