შტატ ნებრასკამ სიკვდილით დასჯა გააუქმა
ამერიკის შტატ ნებრასკას კანონმდებლებმა, სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
შტატის სენატმა, სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმების შესახებ, უკვე მეორედ მისცა ხმა კანონპროექტს და ვეტო გადალახა, რომელიც ადრე, გუბერნატორმა პიტ რიქეთსმა დაადო.
ნებრასკა, ტრადიციულად, კონსერვატიულ შტატად ითვლება. სიკვდილით დასჯის უკანასკნელი შემთხვევა, იქ 1997 წელს დაფიქსირდა.
აქამდე, ამერიკის ერთადერთ კონსერვატიულ შტატად, ჩრდილოეთ დაკოტა ითვლებოდა, სადაც ბოლო სასიკვდილო განაჩენი 1973 წელს გამოიტანეს.