ბატონის ციხის მუზეუმის საცავში ნახატები დასველდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/05/32687951_623254188019609_9050145358583169024_o.jpg)
თელევში, ახლახანს გახსნილ ისტორიულ მუზეუმში საკანალიზაციო მილი დაზიანდა, წყალმა საცავში გაჟონა და რამდენიმე ნახატი დააზიანა.
როგორც მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა თქვა, “დასველებული 5 ნახატიდან არცერთი არ არის შედევრი”. მისივე განცახდებით, “მუზეუმში გამოიძახეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც რეაბილიტაცია ჩაატარეს”.
“ჩვენ მშენებელი კომპანიის ჯგუფი გამოვიძახეთ. მათ დილის 6 საათამდე იმუშავეს და დაზიანებული მილი აღადგინეს. დაგვპირდნენ, რომ მსგავი აღარ განმეორდება. რაც შეეხება დასველებულ ნახეტებს, ისინი ვერანდაზე გამოვიტანეთ და გვაშრეთ”, – განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.
ბატონის ციხის რეაბილიტაცია, რომელიც, 14 მილიონი ლარი დაჯდა, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიხსნა. თუმცა კომპლექსში შემავალი გარკვეული ნაგებობები სარეაბილიტაციო დარჩა და პროექტის დასასრულებლად სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპია საჭირო. თუმცა როდის დაიწყება მესამე ეტაპი, რა თანხებია საჭირო და ვინ განახორციელებს პროექტს, ეს ჯერ არავინ იცის. სარეაბილიტაციოა ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭეები, აბანო, არჩილის კოშკი და ეკლესია.
გურამ ურჩუხიშვილი_ხმა ►