მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძემ ხელისუფლებას ერთკვირიან ვადა მისცა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხელისუფლებას ისევ ერთკვირიან ვადას აძლევს.

სარალიძე ერთი კვირის განმავლობაში შვილის მკვლელობაში ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს.

მანამდე კი პარლამენტის წინ აქციები აღარ გაიმართება. სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირით შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მხარს უჭერს.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში ბრალდებულები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ, მათ პროცესი მანამდე დატოვეს პროტესტის ნიშნად.

ზვიად კუპრავა დანარჩენ 3 პირთან ერთად პოლიციამ 11 ივნისის გამთენიისას დააკავა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button