მნიშვნელოვანისაქართველო

სტიქია თბილისში

წაქცეული ხეები, დატბორილი ქუჩები და ავტომობილები თბილისში.

ძლიერი წვიმის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. ამაშუკელის 22 ნომერში წყალმა კორპუსის საძირკველი დააზიანა.

ძლიერმა ნალექმა განსაკუთრებით გლდანი-ნაძალადევის რაიონი დააზარალა. გლდანთან დამაკავშირებელი გზის ჩანგრევის გამო გარე სამყაროს არის ამ დრომდე მოწყვეტილი სოფელი გიორგიწმინდა.
ვარკეთილში კი წვიმის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც გზა ჩახერგა.

მანქანებიდან მოქალაქეების ევაკუაციას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა.

ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა. უხვი ნალექის მოსვლისთანავე ავტომობილების მოძრაობა ტრადიციულად აიკრძალა ე.წ ახალ გზაზე. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე. უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების ადგილიდან გაყვანას კი სამაშველო ჯგუფები ცდილობდნენ.

დაიტბორა სავაჭრო ობიექტებიც. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობდა. სტიქიის ზონაში მისული იყო დედაქალაქის მერიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button