მნიშვნელოვანირეგიონი

საოკუპაციო ხაზთან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი ახალგაზრდა დააკავეს.

მოსახლეობის თქმით, 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 27 წლის გოჩა ბერიანიძე სალოცავთან იმყოფებოდნენ.

დაკავებულთა თანასოფლელების განცხადებითვე, აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადია და მათ საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ.

მომხდარ ფაქტზე უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

მსგავსი პოსტები

Back to top button