რეგიონი

ნაბიევის საქმეზე, პოლიციამ გამოკითხვაზე მამა- შვილი ყურბანოვები გადაიყვანა

საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ იორმუღანლოდან დაკარგული ნაზიმ ნაბიევის საქმეზე, პოლიციამ გამოკითხვაზე მამა- შვილი ყურბანოვები გადაიყვანა.

გაუჩინარებული ბოლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, სწორედ ფახრათ ყურბანოვის ოჯახში იმყოფებოდა.
ნაბიევი ყურბანოვებთან ერთად, პირუტყვის შესაძენად, კასპში წასვლას აპირებდა და მას, 32 ათასი ლარი თანხა, თან ჰქონდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ მამაკაცის გაუჩინარება, ფულს უკავშირდება და ის შესაძლოა, გატაცებული იყოს.
შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ, 42 წლის ნაზიმ ნაბიევს, ოჯახის წევრები და ახლობლები მეცხრე დღეა, ეძებენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button