მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ

მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის სხდომა, რომელზეც უსმენენ მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.

სხდომას ესწრება მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. სხდომის დაწყებისას ზაზა სარალიძემ კომისიის წევრებს გააცნო საქმის პროკურორებთან, ინა გუგუშვილსა და ზვიად ფხაკაძესთან მისი რამდენიმე საუბრის შინაარსი.

სარალიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი საუბრისას მის მიერ გამოხატული უკმაყოფილების საპასუხოდ გუგუშვილმა უთხრა, “ბევრს თუ ილაპარაკებთ, ამათაც გამოვუშვებთ გარეთო,” ხოლო როცა გააფრთხილა, რომ არაობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა, არასრულწლოვნებს შორის ომი დაიწყოს, გუგუშვილმა უთხრა, რომ ეს მისი პრობლემა არ არის”.

ზაზა სარალიძის განცხადებითვე, ერთ-ერთი საუბრისას პროკურორმა ფხაკაძემ თავად დუსახელა მეორე შესაძლო, მკვლელის ვინაობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button