მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ქართველი მესაზღვრეები თავისუფლები არიან

ორი ქართველი მესაზღვრე, კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე, რომლებიც სამი დღის განმავლობაში რუსული მხარის მიერ იყვენ დაკავებული, უკვე თავსუფლები არიან.

რუსულმა მხარემ საქართველოს, მესაზღვრეები დღეს დაახლოებით დღის 12:00 საათზე გადასცა ომალოს საგუშაგოზე. ამ საგუშაგოდან კი გათავისუფლებულები ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.

თავად მესაზღვრეებს არ გაუკეთებიას საჯარო განმარტება თუ რა მოხდა, რა ვითარებაში აღმოჩნდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ლაგოდეხში იმყოფებოდა სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელია. პირველი რაც მან თქვა, ის არის, რომ მესაზღვრეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ისინი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობას გააგძელებენო – თქვა კეკელიამ.

შემდეგ კეკელიამ ილაპარაკა იმის შესახებ თუ რა მოხდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსის თქმით “27 ივნისს კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე დროებითი საგუშაგოს გახსნის მიზნით საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მიმართულებით გაემგზავრნენ. იქ მიმავალი გზა ზოგ მონაკვეთზე გადის საზღვართან და ერთ-ერთ მონაკვეთზე მოხდა ქართველი მესაზღვრეების შეჩერება რუსი მესაზღვრეების მხრიდან.

რუსებმა ქართველებს განუცხადეს, რომ მათ დაარღვიეს საზღვარი და ვითარების გარკვევის მიზნით რუსულ საგუშაგოზე გადაიყვანეს”, – ასეთია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის თემურ კეკელიას მიერ გასაჯაროებული ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც მისივე თქმით არის რუსული მხარის პოზიცია.

ბუნებრივია მას კითხვები დავუსვით, თუ რას ამბობენ თავად მესაზღვრეები და რა ინფორმაცია აქვს თავად ქართულ მხარეს, ენდობიან თუ არა ისინი რუსეთის მიერ მოწვდილ ცნობებს. თუცა კეკელიამ თქვა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ქართველი მესაზღვრეების გამოკითხვა და მეტის თქმა არ შეუძლია.

მას ვკითხეთ გავრცელებულ ინფორმაციაზე,  ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ, თუმცა კეკელიამ ეს ცნობა არც უარყო და არ დაადასტურა. “მე ვთქვი ის რა ვთქვიო”, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.

აღსანიშნავია, რომ ორივე მესაზღვრე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და მათი ოჯახის წვრებს ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ მესაზღრეების დაკავების შესახებ.

კობა მაჭარაშვილი სასაზღვრო პოლიციაში უკვე 13 წელია მსახურობს, ხოლო გიორგი კერესელიძე 7 წელია.

სასაზღვრო პოლიციის მე-5-ე სამმართველო
თემურ კეკელია, სასაზღვრო პოლიციის უფროსი

მსგავსი პოსტები

Back to top button