მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება

იმ ფონზე, როდესაც კახეთში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსია, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მაგალითად, ლაგოდეხში ჭავჭავაძისა და ქიზიყის ქუჩებზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ წყალი კვირის განმავლობაში მხოლოდ 2-3 დღით აქვთ და ისიც რადენიმე საათის განმავლობაში. მოსახლეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უყრადღებობაში ადანაშაულებს.

მოსახლეობა ამბობს: „ამ სიცხეში წყალი რომ არ ექნება ადამიანს, რა უნდა თქვა? ისეთი მდგომარეობაა, დასალევი წყალიც კი არ გვაქვს, ვიღა ჩივის ჭურჭლის დარეცხვაზე!“

„წყალი ისე მოდის, რომ არც მოვკვდეთ და არც დავრჩეთ“.

„ახლა რომ დაცხა ძალიან, ალბათ, მაგის ბრალია“.

„წყალი ამ სიცხეში გვინდა, ზამთარში თოვლსაც გავადნობ და იმას მოვიხმარ“.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დაადასტურეს, რომ ლაგოდეხში წყალმომარაგების მხრივ პრობლემა აქვთ. კომპანიის წარმომადგენელ მიხეილ თათარაძის თქმით, ლაგოდეხში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2-3 დღეში დასრულდება:

„ეს პრობლემა გვალვით არ არის გამოწვეული. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გადართვითი [ძველიდან ახალ მაგისტრალზე] სამუშაოები, რომელიც ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ დასრულდება და აღნიშნული ქუჩები უზრუნველყოფილი იქნებიან წყალმომარაგებით“.

მსგავსი პოსტები

Back to top button