Hereti FM

“დღეს საღამოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი”

530
Share Button

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღეს, საღამოდან ნალექს ვარაუდობენ.

როგორც სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება.

ძლიერი ნალექია მოსალოდნელი აფხაზეთში, რის გამოც გამორიცხული არ არის მდინარეებში წყლის დონემ მოიმატოს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია წვიმა.

მცირე წვიმას ვარაუდობენ დღის ბოლოს თბილისშიც.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი