მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა

ჟიგმანტასს ზნეს ვერ შეაცვლევინებ, ვინც არის, ის არის“, –ზარქუა

14 მაისს პარლამენტთან, „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლას და ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს, „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა.

„იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში და 30-წლიანი დახმარება გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის და ბევრი სენტიმენტის გამო, რომელიც არსებობს ქართველი ხალხის მხრიდან გერმანიის მიმართ. ასე, ერთი ხელის მოსმით, წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. ზუსტად ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისა და არეულობისკენ. ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის – მათი პარტიების მხრიდან“, – თქვა პაპუაშვილმა.
მიხაელ როთმა დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „შეაჩერეთ ეს კანონი!“ როთმა დაამატა: „სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენდამი. ჩვენ აქ ასევე იმისთვის ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი – შეაჩერეთ ეს კანონი!”

როთი და გიჟმანტა თუ ჟიგმანტა კუბილიუსების და ფოტიგების გაგრძელება არიან, მათი ხელწერა ვიცით, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან, ხელმოცარულები არიან, ცდილობენ, როგორმე „ნაცმოძრაობას“ არგონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს თავის ქვეყანაში პატივს არ სცემენ.

„ეს როთი და გიჟმანტა თუ ჟიგმანტა კუბილიუსების და ფოტიგების გაგრძელება არიან. მათი ხელწერა ვიცით. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები. წლებია, მათ „ნაცმოძრაობა“ აფინანსებს, ლობისტები არიან და მათგან რას უნდა ელოდოთ? ჩამოვიდნენ და ჩახდილების გვერდით დადგნენ. რას ველოდებით მათგან? ჟიგმანტასს თავის ქვეყანაში პატივს არ სცემენ. ვაშაძეს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ჟიგმანტასს და ეს მისმა კოლეგებმა გვითხრეს. ესენი არიან ხელმოცარულები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე „ნაცმოძრაობას“ არგონ. ჟიგმანტასს ზნეს ვერ შეაცვლევინებ, ვინც არის, ის არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების პარალელურად, საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ისინი საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ:

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი;
ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი;
პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი;
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.
დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ისინი მიიღო მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button