ამერიკული ლაინერი ბერმუდის კუნძულებთან მეჩეჩზე გაირიყა [Video]

საკრუისო გემი Norwegian Dawn, რომელიც ბოსტონიდან გამოემგზავრა, ბერმუდის კუნძულების შორიახლოს, მეჩეჩზე გაირიყა.
ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება და ისინი უსაფრთხოდ არიან – აცხადებს გემის მფლობელი.
კომპანია Norwegian Cruise Lines-ს წარმომადგენელის თქმით,პორტიდან გამოსვლის შემდეგ, გემმა სიჩქარე დაკარგა და თავთხელს გადააწყდა.
ლაინერი არ დაზიანდა, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.