იმოგზაურებენ, თუ არა ქართველები უვიზოდ 2016 წელს?

“რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” კორესპონდენტის შეკითხვას –

“იმოგზაურებენ, თუ არა ქართველები და უკრაინელები ევროკავშირში უვიზოდ 2016 წელს?”, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა უპასუხა:

„ყველაფერი დამოკიდებულია მათ მცდელობასა და მონდომებაზე. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება. ვართ პროცესის შუაში. პროგრესი საქართველოსა და უკრაინაში ნამდვილად დამაიმედებელია. დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ დარწმუნებული ვარ მომავალი შეფასება, სავარაუდოდ, ნოემბერში გვექნება და თუკი პროგრესი ისეთივე დამაიმედებელი იქნება, როგორიც დღეს არის, ვფიქრობ 2016 წელს ეს სავსებით შესაძლებელია“.

მსგავსი პოსტები

Back to top button