მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

სამიტი და ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია

ნატო-საქართველოს კომისიის მიერ მიღებული დეკლარაციის შინაარსი ცნობილია.

დეკლარაცია 8 პუნქტისგან შედგება და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, ალიანსი მოითხოვს რუსთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ტერიტორიების ბორდერიზაცია და მილიტარიაზცია. გარდა ამისა, ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და მასში საქართველოს ჩართულობა.

მე-6 პუნქტში საუბარია, რომ ბუქარესტის სამიტის განაცხადი,რ ომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ძალაშია და ძალაში რჩება ასევე ისიც, რომ მაპის მინიჭება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.დონალდ ტრამპის თქმით, საქართველოში ვითარება რთულია, თუმცა ქვეყნის წარმომადგენლებმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. ტრამპის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი მიეცემა. „საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით . რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას – გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა“- განაცხადა ტრამპმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაფასა. დავით ზალკალიანის თქმით, მიღებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და ხაზგასმულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მინისტრის თქმით, უპრეცენდენტო ფაქტია, რომ დეკლარაცია სახელმწიფო მეთაურების დონეზე იქნა მიღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button