მნიშვნელოვანი

სტიქია კახეთში – ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა

კახეთში სტიქიის შედეგების დათვლა ამ დრომდე არ დაწყებულა, შესაბამისად უცნობია თანხაში რამდენია ზარალი.

ვიდრე ოფიციალური უწყების მიერ შექმნილი კომისია ამ პროცედურას დაიწყებს, დაზარალებულმა მოსახლეობამ კარგად იცის რა გაუფჭა რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წიმამ, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 20-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები წყლით გაავსო.

კახეთის სოფლებში ძირითადად ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლები აქვთ. თითქმის ყველას პირველ სართულზე განთავსებული აქვს სამზარეულო და მარანი, სადაც ზამთრისთვის მომზადებულ კონსერვებს და მოსავალს ინახავენ. მოსავალი ჯერ არ არის აღებული, ამიტომ მათ გაუნადურდათ კონსერვები და საკვები ფქვილი.

გარდა ამისა, დაზიანებულია საოჯახო ელექტროტექნიკა, ავეჯი და სხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთები.

დაიხოცა შინაური ფრინველი. ბუნებრივია ჩდება შეკითხვა, თუ რა მოხდა, რატომ გაივსო სახლები წყლით. ირკვევა, რომ სოფელ ჰერეთიკარში გასაწმენდი იყო სანიაღვრე არხები, რამაც ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვებული დიდი რაოდენობით წყალი არ გაატარა და წყლის ის მასა, რომელიც არხში უნდა მოხვედრილიყო, შევარდა სახლებში. სწორედ არხების გაუწმენდაობის გამო საყვედურობენ ადგილობრივები ხელისუფლებას.

ფინანსური დახმარების საკითხს ადგილობრივი მერია ჯერ არ განიხილავს. როგორც ლაგოდეხის მერის მოადგილე ლექსო ჭანკოტაძემ გვითხრა, სოფელ ჰერეთისკარში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღესაც განახლდა, რაც გულისხმობს სანიაღვრე არხების სრულად გაწმენდას, რათა ძლიერი წვიმის შემთხვევაში კვლავ იგივე არ განმეორდეს.

22 ივლისს გვიანობამდე კი არხების გაწმენდასთან ერთად დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მოხდა. ამ პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

ძლიერი წვიმის მოვიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანაგაში და ვაქირში, სადაც მდინარეები და ხევები ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა დატბორა სახლები და დააზიანა შიდა საუბნო გზები. არც ამ ორ სოფელში დაუწყიათ ზარალის დათვლა, რადგან სინიპტიკოსები დღეს კახეთში კვლავ ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.

ისინი მიუთითებენ, რომ შესაძლოა უხვმა ნალექმა მდინარეებში წყლის დონის მომატება კვლავ გამოიწვიოს. როგორც ლაგოდეხის, ასევე სიღნაღის სოფლების მაგალითზეც უცნობია რა სახით მოხდება დაზარალებული მოსალხოების დამხმარება და მოხდება თუ არა საერთოდ. ეს შეკითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელს მიხეილ ფეიქრიშვილს, თუმცა მან თქვა რომ დახმარების საკითს ადგილობრივი ხელისუფლება განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button