მნიშვნელოვანისაქართველო

“საქართველოში 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული”

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული, რომელთა ოჯახები დღემდე გაურკვევლობაში იმყოფებიან.

ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემები, რომლის დელეგაცია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას, სახელწოდებით “არ დამივიწყო” გამართავს.

ფოტო-გამოფენა ასახავს, თუ რა კეთდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომისათვის, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად და რა შედეგები მოაქვს მათთვის ახლობელი ადამიანის გაუჩინარებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button