მნიშვნელოვანისაქართველო

სმიტების მკვლელობის საქმის განხილვა დაიხურა

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის გადაწყვეტილებით, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის განხილვა დაიხურა.

როგორც მცხეთის სასამართლოს მოსამართლემ განმარტა, ვინაიდან საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, მიიღო გადაწყვეტილება საქმის განხილვა დაიხუროს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე გადაწყვეტილებას, მოსამართლის თქმით, აღნიშნული საჯარო იქნება.

სასამართლო საქმეში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უკვე მსჯელობა. კობაურს ამჟამად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მას დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის
მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button