ენრიკე იგლესიასმა ხელი დაიზიანა [Video/Photo]
ცნობილმა ესპანელმა მომღერალმა ენრიკე იგლესიასმა, მექსიკის ქალაქ ტიხუანაში კონცერტის მსვლელობის დროს, ხელი დაიზიანა.
არტისტმა, საფრენი აპარატის (დრონის), რომელიც კონცერტის გადასაღებად გამოიყენება, დაჭერა სცადა. იგლესიასი ადრეც ატარებდა მსგავს ილეთებს, მაყურებლისთვის სურათი რომ გადაეღო, მაგრამ ამჟამად, მას არ გაუმართლა.
ტრავმის მიუეხდავად, მომღერალმა კონცერტი მაინც გააგრძელა, თუმცა ასისტენტები გამოსვლის შეწყვეტას ურჩევდნენ.
ენრიკე მიგელ იგლესიას პრეისლერი (ესპ. Enrique Iglesias; დ. 8 მაისი, 1975) — ესპანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. ენრიკემ კარიერა დაიწყო მექსიკურ ლეიბლთან Fonovisa, რომელიც დაეხმარა მას გამხდარიყო ყველაზე პოპულარული მომღერალი ლათინურ ამერიკაში და გაეყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ესპანურენოვანი ალბომი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომღერალს. მსოფლიო მასშტაბით, მან 100 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა.
ენრიკე მადრიდში დაიბადა. ის ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე შვილია. მისი მშობლები 1978 წელს განქორწინდნენ.