მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სტიქიის დროს 18 წუთის განამავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა

კახეთში 18 სექტემბერს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

სტიქიამ სამი მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. წინასწარი მონაცემებით, 500-მდე ჰექტარი ვენახია დასეტყვილი.

განადგურებულია ყურძენი, ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები. უკვე ცნობილია, რომ დაზიანებულ ყურძენს ორი ქარხანა ჩაიბარებს და კილოგრამში 50 თეთრს გადაიხდის. ახლა შეკითხვები აქვთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მუშობასთან.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში კი ამბობენ, რომ 200-მდე რაკეტა გაისროლეს, დასასეტყვი ტერიტორიების ფართობი შემაცირეს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ დაახლოებით 20 წუთი, უამინდობის გამოს სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button