მნიშვნელოვანისაქართველო

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, ამჯერად პროკურატურისგან

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჯაროდ გამოაქვეყნა 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალა, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ბრალდებული მირზა სუბელიანის და საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ჩანაწერს შეიცავდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლისგან ამოღებული მეხსიერების ბარათი. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მირზა სუბელიანი ცდილობდა ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოეხდინა ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.

ამ ჩანაწერის მიხედვით მირზა სუბელიანის ამბობს: ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, „ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმე, „ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები – ტყუილით აგიყირავებთ. ამის შემდეგ დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ინტერესდება, მართლა აქვს ეს ჩანაწერები სუბელიანს თუ იტყუება, რაზეც მირზა სუბელიანი პასუხობს: „კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს… მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? – სარალიძისგან იჯერებს და…

პროკურორის, კოკა კაციტაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button