აუდიტის სამსახური გურჯაანში ფინანსურ დოკუმენტებს სწავლობს [Audio]
მეოთხე დღეა გურჯაანის გამგეობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურია შესული.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, უწყება 2013- 2014 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს სწავლობს.
როგორც “ჰერეთს” გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განუცხადა, “ეს პროცესი ჩვეულებრივი მოვლენაა”.
მისივე თქმით, “ბოლოს აუდიტის სამსახურმა გურჯაანის გამგეობა 2009 წელს შეამოწმა, ხოლო რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე შემოწმებას, ის სავარაუდოდ 1 ივლისს დასრულდება”.