Hereti FM

“ჰერეთი” და “თბილისი” საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

805
Share Button

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რადიოები თბილისი FM93.5 და ჰერეთი FM102.8 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ჩვენი საინფორმაციო მაუწყებლობა ყოველსაათში დილის 8 საათიდან დაიწყება და შუაღამემდე გასტანს.

გიორგი ალადაშვილი – საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტის თქმით, ისევე როგორც გასულ წლებში, პირდაპირი ჩართვები იქნება მოვლენების შუაგულიდან.

რადიოსადგურების თანამშრომლებმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტაცია გაიარეს და ყველა დონის საარჩევნო კომისიიდან გააშუქებენ ამბებს. 

მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს რადიოს ცხელი ხაზიც. იქნება პირდაპირი ჩართვები და საზოგადოებისა და ექსპერტთა შეფასებები, რომელსაც ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი გაუძღვება.

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშში, რომელიც “ევროკავშირმა”, “გაერომ” და “ინტერნიუსმა” 25 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ნათქვამია რომ რადიო „ჰერეთი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა.

“საინფორმაციო გამოშვებებში უფრო მეტი ყურადღება რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ექცეოდა.
ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ კონკრეტული პრობლემის წამოწევას და საკითხს მრავალმხრივ აშუქებდნენ, კრიტიკულ კითხვებსაც სვამდნენ და რესპონდენტთა განცხადებების გადამოწმებასაც ცდილობდნენ.
ჟურნალისტები ადგილობრივ პრობლემებს აქტიურად აშუქებდნენ. ისინი ექსკლუზიურ სიუჟეტებსაც ამზადებდნენ. ხშირად შუქდებოდა ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სოციალური პრობლემები. რადიომაუწყებელი ყურადღებას კონკრეტულ პრობლემებზე ამახვილებდა და ცდილობდა მათ შესახებ პასუხისმგებელი პირების პოზიციები წარმოეჩინა.რადიომაუწყებელი მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით მუშაობდა.”

დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია მედიაბაზარზეა.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი