საბავშვო ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული პოლონეთი გახდა, რომელმაც ჟიურისგან და მაყურებლისგან ჯამში 215 ქულა დააგროვა, საფრანგეთის წარმომადგენელმა კი 203 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს წარმომადგენელმა, თამარ ედილაშვილმა კი საბავშვო ევროვიზიაზე მე-8 ადგილი დაიკავა, მან მაყურებლისგან და ჟიურისგან 144 ქულა დაიმსახურა.
ედლიაშვილმა სიმღერა „შენი ხმა“ შეასრულა.
შეგახსნებთ, რომ საბავშვო ევროვიზია 2018 ბელარუსში, ქალაქ მინსკში, 25 ნოემბერს გაიმართა, რომელსაც საზოგადებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.