მნიშვნელოვანისაქართველო

გასროლა მოხდა ლაგოდეხში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან

ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

გასროლა ჰაერში მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც რადიო “ჰერეთს” გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გურამ კაკალაშვილმა განუცხადა, გასროლა მოხდა პარტია “ქართული ოცნების” ავტოკოლინიდან, რომელიც ლაგოდეხის ქუჩებში მოძრაბდა, მას შემდეგ რაც ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

გურამ კაკალაშვილის თქმით, გასროლა მოხდე მერსედესის მარკის ავტომობილიდან. მათ იციან მანქანის ნომრებიც და ყველა ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდეს.

ლაგოდეხში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

პარტია ქართული ონცნების ლაგოდეხის ოფისში, სადაც სალომე ზურაბიშვილის შტაბიც მუშაობს, დაადასტურეს, რომ გასროლა მათი ავტოკოლონიდან მოხდა, თუმცა შტაბის წარმომადგენლის გიორგი ედიშერაშვილის თქმით, გასროლა არ მომხდარა უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის მიმართულებით. ედიშერაშვილის თქმითვე, გასროლა მოხდა არა ცეცხლსასროლი, არამედ პნევმატური იარაღიდან.

შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა შეაჩერეს 21 მამაკაცი, რომელმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა.

პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button