ირანში150-ათ გამოსაფხიზლებელს გახსნიან
ირანის მთავრობა ქვეყანაში 150 ალკოჰოლური დეზინტოქსიკაციის ცენტრს გახსნის.
78 მილიონიან ირანში, ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანთა რიცხვმა 200 ათასს მიაღწია.
ექსპერტების მონაცემებით, ქვეყანაში, ალკოჰოლის მომხმარებელი მილიონამდე ადამიანია.
პირველი გამოსაფხიზლებელი თეირანში 2013 წლის ბოლოს გაიხსნა.
ირანში, ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს აკრძალეს. სპირტიანი სასმელების დიდი ნაწილი, კონტრაბანდული გზით, თურქეთიდან და ერაყის ქურთისტანიდან შედის. აგრეთვე, დაფიქსირებულია კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ფაქტები.