ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექსტრასენსი, ასტროლოგი, პოეტი და მხატვარი – ჯუნა დავითაშვილი.

მსახიობი სტანისლავ სადალსკი თავის „ცოცხალ ჟურნალში“ წერს, რომ ჯუნა არბატზე განლაგებულ მაღაზიაში შეუძლოდ შეიქმნა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ორი დღე კომიდან ვერ გამოვიდა. უფრო ადრე, ჯუნას სისხლის მიმოქცევის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ოპერაცია ჩაუტარდა.

ჯუნა დავითაშვილი 1949 წლის 22 ივლისს ყუბანის ოლქის სოფელ ურმიაში, ემიგრანტ იურვაშ სარდის ოჯახში დაიბადა. როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრებისთანავე, სამუშაოდ თბილისში გაანაწილეს. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე ვიქტორ დავითაშვილი.

1980 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. 2002 წელს, 26 წლის ასაკში, გარდაეცვალა შვილი — ვახტანგ დავითაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button