დღეს, ლაგოდეხში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა

დღეს, ლაგოდეხში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა.

ლაგოდეხი, მე-16-ე ქალაქია, სადაც საქართველოში პირველად ჩამობრძანებული ოლიმპიური ცეცხლი დაინთება. მსვლელობას, მეჩირაღდნეები 19 საათზე, მდ. შრომის ხევის ხიდიდან დაიწყებენ. მეჩირაღდნეებს, სპორტსმენებთან, მომღერლებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე, ქირურგი, გიორგი ლობჟანიძე დახვდება. ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში 26 მაისს შემოვიდა 2 აგვისტომდე 67 მუნიციპალიტეტს მოივლის

მსგავსი პოსტები

Back to top button