მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დაუწესა

ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დაუწესა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ კიევში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლიეტუველიმინისტრები რუსეთისგან მუქარებს იღებენ.

„ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ არავითარი სანქციები არ მიუღიათ. ჩვენ დავაწესეთ ჩვენი ეროვნული სანქციები პროტესტის ნიშნად, რომელიც ქერჩის სრუტეში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება“, – აღნიშნა ლიეტუვისპრეზიდენტმა.

დალია გრიბაუსკაიტეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციები დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ.

25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში რუსეთის ხომალდები უკრაინულ გემებს თავს დაესხნენ, ასევე დააკავეს 24 უკრაინელი მეზღვაური.

მსგავსი პოსტები

Back to top button