fbpx
Hereti FM

კახა კახიშვილი მოსალოდნელი საპროტესტო აქციის შესახებ

183
Share Button

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრი კახა კახიშვილი იმედოვნებს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ინაუგურაციის პარალელურად შესაძლოა გაიმართოს, ექსცესების გარეშე ჩაივლის. მისი თქმით, საქართველოს კანონი მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა გამოხატოს პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებში.

„თუ ეს პროტესტი არ იქნება წინააღმდეგობაში სხვადასხვა კანონმდებლობასთან, რომელიც ზღუდავს იმ მოქმედებებს, რომელიც არ არის დაშვებული, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. იმედს ვიტოვებ, ეს ყველაფერი დასრულდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე”,- განაცხადა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს.

როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბრს გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი