რეგიონისაქართველოსიახლეები

ეკა ბესელია ია კერზაიას საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მხრიდან განათლების მინისტრის გადაყენების მოთხოვნას არ იზიარებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი უნდა განიხილონ კომიტეტში, თუმცა, მინისტრის გადაყენებაზე საუბარი მისთვის მიუღებელია.

საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებულ სავარაუდო პოლიტიკურ ზეწოლას, რასაც ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ჯერ გაუარესება, შემდეგ კი გარდაცვალება მოჰყვა.

ეკა ბესელიას თქმით, მიუკერძოებელი შეფასება უნდა მოხდეს ზუგდიდის სკოლის დირექტორის საქმის განხილვის დროს.

მოისმინეთ ეკა ბესელიას ხმა.

ოპოზიცია პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით უმძიმეს კითხვებზე პასუხის გასაცემად განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში იბარებს. ოპოზიცია განათლების მინისტრის გადადგომის საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

ოპოზიციის მოთხოვნა ასევე მიუღებელია განათლების მინისტრის მოადგილისთვის, რომელიც ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.

ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე, გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას. პირად საუბარში კი, ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button