საქართველოსიახლეები

“ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება”

“ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. მისი თქმით, ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით 48.0 მლნ ლარია.

„წინა წარდგენასთან შედარებით, ზრდა შეადგენს 11 მლნ ლარს, მათ შორის, დამატებითი რესურსი მოხმარდება მანდატურთა ხელფასების ზრდას, განათლების რეფორმის ფარგლებში ელექტრონული რესურსების შექმნას, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლების პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, პროფესიული განათლების დაფინანსებაზე მიიმართება 49.0 მლნ ლარამდე, მათ შორის, გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 30%-ით.

მსგავსი პოსტები

Back to top button