fbpx
Hereti FM

ოპოზიცია გომბორის გზაზე იკრიბება

221
Share Button

ამ წუთებში გომბორის შემოვლით გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები თელავიდან სწორედ გომბორისკენ მოემართებიან, სადაც მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

ადგილზე სამართალდამცავთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიცია დღეს ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არ იცავს მოქალაქეების უფლებებს.

ადგილზე უკვე მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, პოლიციის ასეთი მობილიზება გასაოცარია. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ძნელია იმის ახსნა, რას ემსახურება ამხელა მობილიზაცია.

მოისმინეთ დავით კირკიტაძის და გრიგოლ ვაშაძის კომენტარები, რომლებიც “რუსთავი 2”-მა ჩაწერა.

.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი