ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ოთხშაბათს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, რატომაც ამერიკის საჯარისო კონტიგენტი იქ იმყოფებოდა.
მანამდე გამოცემა „The Washington Post“-მა სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს დაუყოვნებლივ დაიწყოს ამერიკული სამხედრო კონტიგენტის სირიიდან გაყვანა.