მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან, 8-ის მხარდაჭერა მიიღო.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი – არც ერთმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მოისმინეთ თამარ ჟვანიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button