Hereti FM

გალში გრიპის ვირუსის სიმპტომებით 8 ადამიანი მკურნალობს

36
Share Button

ოკუპირებული გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა ადამიანი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზური მედიაზე დაყრდნობით, 1tv.ge ავრცელებს.

როგორც აფხაზური მედია წერს, აფხაზეთში არ არის ლაბორატორია, სადაც „ღორის გრიპის“ დადგენა შეიძლება. რაც შეეხება პაციენტებს, მათ ოკუპირებული გალის საავადმყოფოს დღეს მიმართეს. ყველა მათგანი სტაციონარულ მკურნალობას გადის.

11 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთიდან გრიპის სიმპტომებით ორი ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოშიც მოათავსეს.

იმავე დღეს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა და ენგურის ხიდზე ცალმხრივად გააუქმა მოძრაობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად H1N1 ვირუსი დასახელდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი