მსოფლიოსიახლეები

“ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების მიმართ რეპრესიები განახლდა”

რუსი აქტივისტები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში ლგბტ თემის მიმართ რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა მოხდა. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ დეკემბრიდან 40-მდე ადამიანი მოხვდა ციხეში, რომელთაგან ორი წამების დროს მოკვდა.

ჩეჩნეთის მთავრობაში გავრცელებულ ცნობას „აბსოლუტური ტყუილი“ უწოდეს.

2017 წლის 3 აპრილს, „ნოვაია გაზეტამ“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეები დააპატიმრეს. გაზეთის ცნობით, უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი. გამოცემას აქვს ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს. შემთხვევას მსოფლიო მასშტაბით გამოხმაურება მოჰყვა. ლგბტ თემის უფლებადამცველმა სამმა ფრანგულმა ორგანიზაციამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს უჩივლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button