მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხმაური თბილისის მთავრობის სხდომაზე

ხმაური იყო დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს საბავშვო ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვა. ხაბეიშვილმა თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის ის განკარგულებები მიიტანა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების რაციონს განსაზღვრავს და რომელიც, მისი თქმით, უხარისხოა.

ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს ასევე პასუხი მოსთხოვა თბილისში არსებულ უკანონო თხრილებზე, რომელსაც, მისი თქმით, 13 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. კამათის ამსახველი ვიდეო ლევან ხაბეიშვილმა ფარული კამერით გადაიღო.

კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილი შანტაჟსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა და დაცვას მისი დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.

მოისმინეთ თბილისის მთავრობის სხდომაზე მიმდინარე კამათის ხმები და ლევან ხაბეიშვილის კომენტარი, რომელიც მან მოგვიანებით, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button