მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მღვდლები და ეპისკოპოსები სექსუალურად ავიწროებდნენ მონაზვნებს”

პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ სასულიერო პირები სექსუალურად ავიწროებდნენ მონაზვნებს, და ერთ შემთხვევაში მათ სექსუალურ მონობაში ამყოფებდნენ. მან თქვა, რომ ამ შემთხვევაში, მის წინამორბედი, პაპი ბენედიქტი იძულებული გახდა, მონაზონთა კონგრეგაცია დაეხურა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაპმა ფრანცისკემ მონაზვნების სექსუალური შევიწროება აღიარა.

გასულ ნოემბერს, კათოლიკური ეკლესიის მონაზონთა გლობალურმა ორგანიზაციამ გააუქმა “დუმილის და საიდუმლოების კულტურა”, რომელიც მონაზვნებს პრობლემის გამხელაში ხელს უშლიდა.

შუა აღმოსავლეთის ტურზე ყოფნისას, სამშაბათს, რომის პაპმა აღიარა, რომ ეკლესიას აქვს ქალების მეორეხარისხოვნად აღქმის პრობლემა. მან თქვა, რომ მღვდლები და ეპისკოპოსები ავიწროებდნენ მონაზვნებს, ეკლესია აღიარებს ამ სკანდალს და მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე. მისი თქმით, ბევრ სასულიერო პირს მღვდლობა შეუჩერდა.

“პაპ ბენედიქტს ეყო გამბედაობა დაეხურა ქალების კონგრეგაციები, იმ მონობის გამო, რომელშიც ქალები იყვნენ, მათ შორის სექუალური მონობის. ვფიქრობ, ახლაც ასე ხდება, რადგან გაცნობიერება პრობლემას არ აგვარებს.” – განაცხადა ფრანცისკემ.

კონგრეგაცია, რომელზეც ფრანცისკე საუბრობს, წმინდა ჟანის მონასტერია, რომელიც 2005 წელს გაუქმდა, 2013 წელს წმინდა ჟანის საზოგადოებამ აღიარა, რომ მღვდლები იქცეოდნენ “უბიწოების პრინციპის წინააღმდეგ”.

გასულ წელს ინდოეთში მღვდელი დააპატიმრეს, რადგან მან 2014-2016 წლებში 13 მონაზონი გააუპატიურა. შარშან, ვატიკანმა გამოძიება დაიწყო ჩილეში შევიწროების შემთხვევების გამო. ასოცირებული პრესის სააგენტომ აღწერა შევიწროების შემთხვევები იტალიაში და აფრიკაში.

რამდენიმე დღის წინ ვატიკანის ქალების ჟურნალმა “Woman Church World”-მა დაწერა, რომ იყო შემთხვევები, როცა მღდლები მონაზვნებს აბორტებს აიძულებდნენ, რასაც კათოლიციზმი კრძალავს. “თუ ეკლესია განაგრძობს თვალების დახუჭვას სკანდალზე… ქალების მდგომარეობა არასდროს შეიცვლება. “- დაწერა ჟურნალის რედაქტორმა. მისი თქმით, პაპის განცხადება შესაძლოა დაეხმაროს ქალებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button