მსოფლიოსიახლეები

იაპონია ჩინეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

იაპონია ჩინეთს საკუთარ ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „ენ-ეიჩ-ქეის“ ინფორმაციით, ჩინეთის საპატრულო ხომალდი სადავო სენკაკუს კუნძულებს მიუახლოვდა, რის გამოც იაპონიის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში კრიზისებზე რეაგირების შტაბი შეიქმნა.

გავრცელებული ცნობით, სადავო ზონას საერთო ჯამში ჩინეთის ოთხი ხომალდი მიუახლოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, სენკაკუს კუნძულების რაიონში, იაპონიის ზონაში შევიდა.

იაპონიის კრიზისების შტაბი ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას შეაგროვებს და ვითარებას დააკვირდება. კუნძულ სენკაკუს ჩინეთი დიაოიუიდაოს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია პეკინის საკუთრებაა. იაპონიაში ამბობენ, რომ ქვეყანა კუნძულს 1895 წლიდან ფლობს, ჩინეთი კი ამტკიცებს, რომ 1783 და 1785 წლების იაპონურ რუკებზე კუნძული ჩინეთის ტერიტორიადაა აღნიშნული.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კუნძულს აშშ აკონტროლებდა, 1972 წელს კი ტერიტორია ვაშინგტონმა იაპონიას გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button