მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტრამპი მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბიუჯეტს და იმავდროულად საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს მექსიკის საზღვართან, რითაც როგორც ეროვნული უსაფრთხოების კრიზისი ასევე ჰუმანიტარული კრიზისი საზღვარზე შეწყდება, – წერს BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით.

„პრეზიდენტი კვლავ ასრულებს თავის დაპირებას კედლის აშენებასთან, საზღვრის დაცვასთან და ჩვენი დიდებული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.

შეთანხმებული ბიუჯეტით, კედლის მშენებლობაზე, ტრამპის მიერ მოთხოვნილი 5,7 მილიარდი დოლარის ნაცვლად, 1,4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ამ უთანხმოებამ უკვე გამოიწვია 35-დღიანი საბიუჯეტო კრიზისი.

იანვრის ბოლოს ტრამპმა შეაჩერა „შათდაუნი“, რომელიც 34 დღეს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის ფედერალური უწყებების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდული გრაფიკით მუშაობდა. უხელფასოდ დაახლოებით 800 ათასი სახელმწიფო მოხელე დარჩა.

ექსპერტები ტრამპის ნაბიჯის სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავენ, რომელმაც შეიძლება გააუქმოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თუ მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ამასთან, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გაამწვავოს ტრამპის კონგრესთან დაპირისპირება, რომელიც ბიუჯეტის განაწილებაზეა პასუხისმგებელი.

დავა აშშ-ის ხელისუფლებაში მექსიკის საზღვართან არალეგალი მიგრანტებისგან ქვეყნის დასაცავად კედლის მშენებლობის საკითხს მოჰყვა. კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button