მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე – დაკავებულია 5 პირი

ვერცხლის ქუჩაზე 50 წლის ზვიად ჯაფარიძის მკვლელობასთან დაკავშირებით 5 ადამიანია დაკავებული.

ისინი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით არიან დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 თებერვალს, ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ლ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს, რის გამოც იქვე მყოფმა, 1979 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ზვიად ჯაფარიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი ბ.ბ. ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველები ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებული 2 პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ინტენსიურად მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button