მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში მერობისთვის სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენი იბრძოლებს

გურჯაანში მერობისათვის სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენი იბრძოლებს. ბიზნესმენმა, სერგი კაკალაშვილმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განმარტა, რომ შეთავაზება მეგობრებისგან მიიღო.

“პარტიული მეგობრებისა და თანამებრძოლების შემოთავაზებით ვიწყებ ბრძოლას
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის მოსაპოვებლად!

ჩვენ, ხალხთან ერთად, დავამარცხებთ ქართულადწოდებულ რუსულ ოცნებას,
დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს,
აღვადგენთ ეკონომიკას და დავუბრუნებთ ხალხს ხვალინდელი დღის იმედს!”- წერს კაკალაშვილი.

ბიზნესმენი კაჭრეთის წისქვილ-კომბინატის ყოფილი დირექტორია. პარალელურად, ის 50%- იან წილს ფლობდა ჟურნალ ” ცისკარში”. ამჟამად, ის, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს.
ბიზნესმენი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია.

2007 წელს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, სააკაშვილმა ლექსი, სწორედ მისი კრებულიდან წაიკითხა.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კაკალაშვილი საქართველოდან წავიდა. მოგვიანებით, ის დაბრუნდა და გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერიის წინააღმდეგ, რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით, სამართლებრივი დავა წამოიწყო, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

კაკალაშვილს, გურჯაანში, პარტია “ქართული ოცნებიდან” ექიმი, ზურა უტიაშვილი, ხოლო გიორგი გახარიას პარტიიდან, მერის ყოფილი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი გაუწევენ კონკურენციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button