Hereti FM

FIFA-მ ჩელსის ფეხბურთელების შეძენა შეუზღუდა

57
Share Button

“ფიფამ” ინგლისური გუნდი “ჩელსი” არასრულწლოვანი ფეხბურთელების საერთაშორისო ტრანსფერების საქმეში დამნაშავედ ცნო. უმაღლესმა საფეხბურთო ორგანომ 29 შემთხვევა აღმოაჩინა, როცა ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერების და რეგისტრაციის რეგლამენტი დაარღვია.

BBC-ის ინფორმაციით, “ფიფამ” ჩელსის მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერის განხორციელება აუკრძალა. აკრძალვა მთელ კლუბს ეხება. გამონაკლისი მხოლოდ “არისტოკრატთა” ქალთა მინი-ფეხბურთის გუნდია. ამგვარად, ჩელსი 2019 წლის ზაფხულში და 2020 წლის იანვარში ფეხბურთელებს ვეღარ შეიძენს.

მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ლონდონელები “ფიფას” სააპელაციო კომიტეტში აპირებენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი