მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„მის საქართველო 2003″-ის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „მის საქართველო 2003″-ის, ირინა ონაშვილის სახლიდან სამკაულების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი, ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ სამინისტროში.

საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე. დაკავებული პირი ირინა ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. იგი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. დაკავებულ ქალს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

პოლიციამ, მის გარდა, კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც ადრე ნასამართლევია და ახლა ჭავჭავაძის გამზირზე ორი ბინის გაქურდვაში ედება ბრალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button